23 მაისი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ რაიონში გლოვის დღე გამოაცხადა.
ვლადიმერ შანავა 1989 წლის 1 აპრილს დაიბადა. საქართველოს შეიარაღებულ ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში 2007 წლიდან მსახურობდა. მას მიღებული აქვს მედალი “სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის”. ქართველი სამხედრო ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზეა წარდგენილი.
24 წლის ქართველი ვაჟკაცის დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები, ასევე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები დაესწრნენ და დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. დაკრძალვაზე სხვა რაიონებიდანაც ჩავიდნენ მოქალაქეები და პატივი მიაგეს გმირის ხსოვნას.
კაპრალ ვლადიმერ შანავას დაკრძალვის ცერემონიალში IV ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ, საპატიო ყარაულმა და სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა მიიღო მონაწილეობა.
ქალაქ ჯვარის კულტურის სახლში დაღუპული ქართველი სამხედროების საპატივცემულოდ სტენდი გააკეთეს. ყოველდღე მიაქვთ ყვავილები წალენჯიხელებს და ანთებენ სანთლებს. სტენდთან ყოველთვის ბავშვების სიმრავლეა.
წალენჯიხის საკრებულოს გადაწყვეტილებით, კ. სალიას ქუჩაზე მდებარე სპორტულ დარბაზს კაპრალ ვლადიმერ შანავას სახელი მიენიჭა.
“ვამაყობთ ქართველი გმირების თავგანწირვით და უფალს შევთხოვთ გაანათლოს მათი სული. მარადიული ხსოვნა იყოს სამი ქართველი გმირის, რომელიც დღეს ჩვენი მომავლისთვის დაიღუპა ბრძოლის ველზე!”_ ამბობენ წალენჯიხელები.