გორთაფონის მამამთავართა სახელობის მონასტრის წინამძღვარმა, მამა ილარიონმა (ურუშაძე) პირველი წირვა აღავლინა. მოძღვარმა თავის ქადაგებაში მრევლს კიდევ ერთხელ ესაუბრა წმ. გიორგისთან დაკავშირებულ სასწაულებზე. მამა ილარიონმა აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ამ წმინდანს და სასიხარულოა, რომ ხიდისთავში წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ძველ ფუძეზე დაიწყო ახლის მშენებლობა. მოძღვარმა ისურვა, ქველმოქმედი ადამიანების გამოჩენა, რომელთა დახმარებითა და ღვთის შეწევნით, ტაძრის მშენებლობა მალე გაგრძელდება.