ზესტაფონის გამგებლის ნუგზარ ქამუშაძის განცხადებით, აგრარული ბაზრის ხელმძღვანელობას აღმოჩენილი დარღვევების გამოსასწორებლად რამდენიმეკვირიანი ვადა მიეცა, რომლის შემდეგ ინსპექტირება თავიდან ჩატარდება და თუ ბაზარში არსებული მდგომარეობა ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებული კრიტერიუმებისთვის შესაბამისი იქნება, ბაზრის ფუნქციონირება აღდგება.
აგრარული ბაზარი შპს “ეკომეტალი” სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 000 ლარით დააჯარიმა.
სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარში ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე და შეუსაბამო გარემოებები აღმოაჩინა: არის ანტისანიტარია, შენობა გადაქცეულია ნაგავსაყრელად და არ არის დაცული მღრღნელებისა და მაწანწალა ცხოველებისაგან. ეროვნულმა სააგენტომ შპს “ეკომეტალს” მოთხოვნები წაუყენა, რომლის მიხედვით სანიტარული ნორმები სრულად უნდა იყოს დაცული და სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქტი საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს მოსახლეობას.