https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ლელო შუხუთში

19:04; 26.04.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოღონდ პირველად მოხდა, რომ ხელისუფლებამ თამაშობა ზეიმად აქცია _ გურიაში ხომ ყველაზე გავლენიან მინისტრებსა და ბოლო წუთებამდე თვით “პირველსაც” ელოდნენ. “მინდა სხვა მინისტრებიც ჩამოვიყვანო აქ ლელოს სანახავად, რათა უკეთ გაიგონ, რას ნიშნავს ეს სანახაობა თქვენთვის და არა მარტო თქვენთვის. ვფიქრობ, აქ ყველაზე კარგი ვარიანტი ლელოს მუზეუმის გახსნაა. ამ ტრადიციული სანახაობით თქვენს სოფელს ისეთი პოტენციალი აქვს, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ეს იქნება შემოსავლის წყარო, ტურიზმის განვითარების პირობა,” _ კიდევ ერთხელ გაგახსენებთ გოგა ხაჩიძის მიერ შუხუთელებისადმი დანაპირებს.

შემოსავლებისა რა გითხრათ, მაგრამ სხვა მხრივ მინისტრმა სიტყვა შეასრულა _ შუხუთს შს და იუსტიციის მინისტრები, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ესტუმრნენ. აქვე იყო სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, რომელსაც კოლეგები ეხუმრებოდნენ: _ იცი, შენზე რას ამბობენ, ეგ ხო ისაა, იმერეთის გუბერნატორიო(?!). გურულ ზეიმს ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი რომ არ დააკლდებოდა, ყველამ იცოდა. მისი და ხაჩიძის (როგორც ორგანიზატორების, პლუს “შემსრულებლების” _ ადგილობრივი ხელისუფლების) სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ზეიმი ნამდვილად შედგა და “დიდ სტუმრებთან” თავი და გურია არ შეურცხვენიათ. შუხუთელებს მუზეუმის გაკეთებას დაჰპირდნენ და საკრებულოს ეზოში ლელოს ქანდაკებაც დაიდგა. სპეციალურად შუხუთური ლელოსთვის მაისურები შეიკერა, თუმცა, თათა ვარდანაშვილის ნახელავს აქა-იქ თუ დაუნახავდით ლელობურთელებს.

ლელომდე ცხენოსნების საჩვენებელი სანახაობა და ანსამბლ “მგზავრების” კონცერტი გაიმართა. სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც, ხაჩიძესთან ერთად, ისიც სრულად იყო საქმის კურსში და სხვა მაღალჩინოსნებს ლელოს დეტალებს უხსნიდა. ლელოს “გორგალოსანში” რამდენჯერმე აღმოჩნდა გოგა ხაჩიძე, თუმცა, იგი უმეტესად ლელოს ახლოდან ცქერით იყო დაკავებული, რასაც ვერ ვიტყვით “მგზავრების” სოლისტ გიგი დედალამაზაშვილზე _ იგი უფრო აქტიურად ჩაერთო თამაშში.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, უპირატესობას თავიდანვე ზემოურები დაეუფლნენ და შანსი ხელიდან არ გაუშვიათ. ასეთ სიტუაციაში ვითარების რადიკალურად შეცვლა გასული საუკუნის 70-იან წლებში ხდებოდა მხოლოდ, როცა ლელოს დიდი მოტრფიალე ევგრაფი შევარდნაძე “ატეკის” დირექტორის რანგში მძღოლებს 20-20 ძლიერი მამაკაცის გამოყვანას ავალებდა.

ამჯერად კი, როგორც ვთქვით, ზემოურებმა გაიმარჯვეს _ მათვე გადაეცათ მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ დამზადებული ლელობურთელის ქანდაკება.

როგორც გვითხრეს, შუხუთელებს რიგი საორგანიზაციო საქმეებისთვის თანხა თვით ვანო მერაბიშვილმა გამოუყო. ვერ გეტყვით, შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს, მაგრამ შს მინისტრი და ადეიშვილი მთავარი სტუმრები რომ იყვნენ, ფაქტია.

ჩვენ ამ “დიდი სტუმრობის” ისეთ დეტალებს გავახმაურებთ, რომლის გაჟღერებასაც ცენტრალური არხებით არც არავინ მოელოდა: როცა ყველას ეგონა, გავლენიანი მინისტრები მათთვის განკუთვნილ ადგილთან მანქანით მოვიდოდნენ, მოულოდნელად ფეხით მომავლები შევნიშნეთ. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, მერაბიშვილ-ადეიშვილს ნიკოლაიშვილი-ვარძელაშვილი და გურული მაღალჩინოსნები დახვედრიან. სტუმარ-მასპინძლებს ურეკში რესტორან “მონტე-კარლოში” უსადილიათ _ მართალია, სუფრა ისეთი ყოფილა, მინისტრებს რომ შეეფერებოდა, თუმცა, ბევრი არაფერი უჭამიათ; შს მინისტრს კი ერთი ჭიქა ღვინოც არ დაულევია _ საჭესთან ვარო, მოუმიზეზებია. რა თქმა უნდა, ვერავინ იფიქრებდა, მერაბიშვილი ლანჩხუთს მძღოლის გარეშე თუ ეწვეოდა. არადა, თავადაც გავხდით ამ ფაქტის მომსწრე _ საჭესთან მერაბიშვილი, გვერდით კი _ ადეიშვილი. სუფრაზე, მინისტრების გარდა, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და აქაური მაჟორიტარი დეპუტატები ყოფილან. საკრებულოს თავმჯდომარეებისა და გამგებლებისთვის კი, როგორც გავიგეთ, ადგილი გათვალისწინებულიც არ ყოფილა.

როგორც კი მინისტრებმა “ლოჟაში” ადგილები დაიკავეს, ვანო მერაბიშვილი ბავშვებმა ავტოგრაფებისთვის შეაწუხეს, რასაც აუღელვებლად არიგებდა. მოგვიანებით, იგივეს გაკეთება ვარძელაშვილსაც მოუხდა. სტუმრები, რა თქმა უნდა, ლელოს წესებითაც დაინტერესდნენ _ მათ ამის შესახებ ახსნა-განმარტებებს ჩიტაიშვილი, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი გია გოგუაძე და ვარძელაშვილი აძლევდნენ. როგორ მერაბიშვილს, ისე ადეიშვილს აშკარად ეტყობოდათ, რომ სანახაობით კმაყოფილები დარჩნენ. მართალია, მინისტრები, ფაქტობრივად, დაცვის გარეშე იყვნენ, მათთან მიახლოება იმ უბრალო მიზეზით გაგვიჭირდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გვარიანი “ალყა” ჰქონდათ შემორტყმული (ვერ გეტყვით, რა საჭირო იყო რიგითი სამსახურების წარმომადგენლების “ლოჟაში” გამოჩენა, თუმცა, ვარაუდის გამოთქმა შესაძლებელია _ ხელისუფლებამ ხალხს დაანახა, რომ “ერთი გუნდია” და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებაც “ერთად თამაშობს”). ამის მიუხედავად, ჩვენ თვითმხილველთა საუბრიდან გავიგეთ რამდენიმე დეტალი, მათ შორის ის, თუ რატომ აცინებდა მთელი საათის მანძილზე მერაბიშვილი გარშემომყოფებს: როგორც გავიგეთ, შს მინისტრი ენაკვიმატობდა, თუმცა, ვერ შევიტყვეთ, მართლაც გააკვირვა ამ მხრივ გამორჩეული გურულები ვანომ, რომელიც მართლაც არ არის იუმორთან მწყრალად, თუ ადგილობრივი ჩინოსნები “საუფროსოდ” იცინოდნენ. რამდენიმეჯერ მერაბიშვილმა ადეიშვილიც გააცინა. მხიარულება, თურმე, შს მინისტრის ასეთ ხუმრობას მოჰყვა: _ წესით, აქ პრაქტიკა უნდა მიგვეღო. ზურა, ხომ იცი, წინ როგორი დემონსტრაციები გველისო!

როგორც გავიგეთ, მინისტრს თანაგუნდელებსა და ოპოზიციაზეც უხუმრია. ყველაზე დიდი “ხუმრობა” კი ნამდვილად კოკო გამსახურდიამ შემოგვთავაზა _ ოპოზიციონერი სამთავრობო ტრიბუნასთან მივიდა, აღდგომის დღესასწაული მიულოცა ხალხს და კარგა ხანს ქვეყნის მაღალჩინოსნებთან ერთად მიადევნა თვალი ლელოს. მართალია, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ უბრალოდ, როგორც ქართველი, მივიდა ხელისუფლებასთან, თუმცა ოპოზიციონერი მერაბიშვილ-ადეიშვილის გაცილების დროსაც შევნიშნეთ “გამცილებელთა” როლში. კოკომ მანამდე თანამოაზრებთან “განიხილა” “ინტრიგანი ჟურნალისტებისთვის” გაცემული პასუხი და კმაყოფილებით აღნიშნა, ნამდვილად მეგრული პასუხი იყოო, მისმა მასპინძლებმა კი დაუმატეს, უფრო მეგრულ-გურული პასუხი გამოვიდაო.

თითქმის 2 საათის მანძილზე იყვნენ სტუმრები შუხუთში. როცა ზემოურებმა ბურთი თავისკენ წაიღეს, მაღალჩინოსნებიც წამოიშალნენ, ფეხით გაუყვნენ მაგისტრალს და ასე ადევნებდნენ თვალყურს სანახაობას. შემდეგ კიდევ რამდენიმე წუთით შეჩერდნენ. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ მერაბიშვილი და ვარძელაშვილი ბევრს ეწეოდნენ, სიგარეტის ნამწვავებს კი, იქვე, მაგისტრალზე ყრიდნენ, თუმცა, პატრულის სიმრავლის მიუხედავად, მინისტრებისთვის 50-ლარიანი ჯარიმების “გამოწერა” თავში არავის მოსვლია.

ის იყო, სტუმრები წასვლას აპირებდნენ, რომ დაცვის სამსახურის თანამშრომელსა და ერთი ქალბატონის ასეთი საუბარი მოვისმინეთ:

_ მიმიშვით, რა, მერაბიშვილთან. ძალიან გთხოვთ.

_ არ შეიძლება, ბებო, _ კორექტული იყო ახალგაზრდა.

_ გეხვეწები, შვილო, ერთი წუთი მეყოფა.

_ რა გინდა, წერილი ხომ არ უნდა გადასცე?

_ არა… უთხარი და არ მგონია, უარი გითხრას. ძალიან მიყვარს.

_ კარგი ადამიანი ხართ, გაიხარეთ. არ შეიძლება, თორემ…

_ ერთს ვაკოცებ, მეტი არაფერი მინდა, _ იხვეწებოდა ქალბატონი.

ამასობაში, სამთავრობო კოლონა მოვიდა. სტუმრები მასპინძლებს დაემშვიდობნენ, მერაბიშვილი საჭესთან დაჯდა, გვერდით ადეიშვილი დაისვა და დაცვის მანქანასა და “სირენიან” გზისმწმენდსაც არ დაელოდა, შუხუთი ისე დატოვა.

დასასრულ, ერთიც: რაც ლელოს თამაში დაიწყო, ჩვენს თვალს არ გამოპარვია, რომ სტუმარი მაღალჩინოსნები იქვე მდებარე წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში არ შესულან. რა თქმა უნდა, ვერ დავიჩემებთ, რომ ლელოს დაწყებამდე, ანუ შუხუთში მოსვლამდე მათ სანთელი სხვა ტაძარში არ დაუნთიათ. მიზეზი, რომ ლელობურთელებს მიმდებარე ტერიტორია დაკავებული ჰქონდათ, არ გამოდგება _ მინისტრებს “მოესურვებინათ” და “ხალხის გადაწევას” რა უნდოდა?! თუმცა ერთიცაა _ როგორც გავარკვიეთ, ვანო მერაბიშვილი და გოგა ხაჩიძე შუხუთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიას, რომელიც ტრადიციული სახალხო თამაშობის _ ლელობურთის მთავარი ორგანიზატორია, ღონისძიებისთვის საჭირო სუფრის მოწყობისთვის ფინანსურად დაეხმარნენ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"საბეჭდი მანქანიდან რადიო არხამდე"

ლელო ლანჩხუთში _ ფოტორეპორტაჟი

ყველა სიახლე

საზოგადოება

სურსათის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

11:19; 10.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025
ფინანსები

ვალუტის კურსი 10 დეკემბრისთვის

9:51; 10.12.2025
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

9:29; 10.12.2025
პოლიტიკა

პარლამენტი დღეს ქვეყნის 2026 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

9:24; 10.12.2025
საზოგადოება

ინტენსიური თოვა და უამინდობა _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

9:19; 10.12.2025
საზოგადოება

ჩოხატაურში 800 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის პროექტირება იწყება

20:58; 9.12.2025
ფინანსები

განათლების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

19:15; 9.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:07; 9.12.2025
ფინანსები

მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი extra.ge-ზე საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით პირველად გადახდისას

18:40; 9.12.2025
საზოგადოება

“ქვეყანა ქათმის გრიპის აფეთქების ზღვარზეა”- რას წერს “რადიო თავისუფლება”

17:28; 9.12.2025
საზოგადოება

ბახმაროს განაშენიანების გეგმა იცვლება – ახალი განკარგულება

16:50; 9.12.2025
ფინანსები

თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

16:49; 9.12.2025
საზოგადოება

ქუთაისში საწარმო იწვის

16:36; 9.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ამ დროს თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან

16:20; 9.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025
0

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო