https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არასამთავრობოების განცხადებით, პოლიციის სტრატეგია და ზომები არაადეკვატური იყო

4:05; 25.05.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“უპირველეს ყოვლისა, როგორც დამკვირვებელ ორგანიზაციათა თავდაპირველ შეფასებაში აღინიშნა, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით პოლიციის მიერ შემუშავებული სტრატეგია და ზომები არაადეკვატური იყო. ფაქტია, რომ რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები გასცდა „მშვიდობიანი აქციის“ ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ხასიათი, რამაც საფრთხე შეუქმნა როგორც საზოგადოებრივ წესრიგს, ისე კონკრეტულ პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უწყებებს თავიდანვე სათანადოდ უნდა შეეფასებინათ სათანადო რისკები და მაქსიმალურად უზრუნველეყოთ აქციის მონაწილეთა უფლებების დაცვა. არაეფექტურად განხორციელდა რეაგირება კონტრდემონსტრანტების მხრიდან გამოვლენილი ძალადობის მიმართაც, რამაც გამოიწვია სხვადასხვა აგრესიული ჯგუფების უკონტროლო ძალადობა თბილისის ქუჩებში და საზოგადოებას შეუქმნა დაუცველობის შიში.

ვთვლით, რომ 17 მაისს გამოვლენილი მასობრივი ძალადობის ფაქტებზე მნიშვნელოვანია ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველყოფა და ყველა სამართალდამრღვევი პირის, განსაკუთრებით კი ორგანიზატორების გამოვლენა და სათანადო დასჯა. ოთხი პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა, ასევე ორი სასულიერო პირისა და ორი მოქალაქისთვის ბრალის წაყენება მიანიშნებს, რომ სახელმწიფო დგამს გარკვეულ ნაბიჯებს სამართალდამრღვევ პირთა პასუხისმგებლობის დაყენების კუთხით. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ეფექტური და სრულყოფილი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია, ეს პროცესი გაგრძელდეს და საზოგადოებას დროულად მიეწოდოს ინფორმაცია მისი შედეგების თაობაზე. ამ მიმართებით მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მხრიდან მომხდარს ადეკვატური რეაგირება უნდა მოყვეს.

სახელმწიფოს მიერ დამნაშავე პირების დასჯას საზოგადოებაში გავრცელებული ძალადობის ფაქტების აღსაკვეთად უპირველესად პრევენციული ფუნქცია აქვს. მომხდარის სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება კი ქმნის საფრთხეს, რომ ამგვარმა მასობრივმა, ძალადობრივმა ქცევამ განვრცობითი და განგრძობადი ხასიათი მიიღოს და უკიდურესად მძიმე ფორმებით გამოვლინდეს. 17 მაისის შემდეგ ლგბტ თემის წარმომადგენლებისა და განსხვავებული ჩაცმულობის პირთა მიმართ დაფიქსირებული ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტები აღნიშნულ საფრთხეების რეალურობას ცხადყოფს. საფრთხე შეიძლება წარმოქმნას სხვა უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. სწორედ ამიტომ აუცილებელია ამ კუთხით კომპლექსური და პრევენციული ზომების მიღება. პირველ რიგში, სამართალდამცავი ორგანოების მიერ დროულად და დეტალურად უნდა მოხდეს საქმის გამოძიება, ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა. ამასთან, ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პოლიციამ დროულად შეიმუშავოს და განახორციელოს ლგბტ პირების მიმართ ძალადობის რისკებზე ეფექტური რეაგირებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკა.

უპირველეს ყოვლისა, გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო წარმოადგენს სეკულარულ სახელმწიფოს, რომელშიც სახელმწიფო ხელისუფლება და ეკლესია გამიჯნულია და ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია. სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ უზრუნველყოს აღნიშნული პრინციპის პრაქტიკული განხორციელება და კანონმდებლობა და მოხელეთა ქცევა სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს კონსტიტუციურ სტანდარტებთან. მან ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ სახელმწიფო უწყებები თავისუფალი იყვნენ რალიგიური გავლენებისაგან. სეკულარულ სახელმწიფოში კონსტიტუციური წესრიგი და გარანტიები მაღლა დგას ნებისმიერი რელიგიის ან ჯგუფის მორალურ შეხედულებებზე. სახელმწიფო დისკრიმინაციის გარეშე უნდა იცავდეს და თანასწორად განიხილავდეს ნებისმიერ პირს. ამ კონტექსტში დამაფიქრებელია იმ პოლიტიკოსთა შეფასებები, რომლებიც საჯაროდ აღნიშნავდნენ, რომ მათვის უპირატესი რელიგიური დოგმებია და არა საქართველოს კანონმდებლობა. უფრო მეტიც, შემაშფოთებელია რიგი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებები. მიგვაჩნია, რომ ამ უკანასკნელთ შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

სამწუხაროა, რომ აღნიშნული მოვლენების გაშუქებისას მედია საშუალებათა ნაწილი თავად იყენებდა სიძულვილის ენას, ხოლო ნაწილი სიძულვილის ენის გამტარად გვევლინებოდა, რაც წინააღმდეგობაში მოდის მედია ეთიკის სტანდარტებთან. 17 მაისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა აუცილებლობა იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება და მედია უფრო მეტად უნდა იყვნენ ორიენტირებული ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს წახალისების მიზნით საჯარო დისკუსიის გაძლერებიისკენ.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვიზიარებთ იმ სირთულეებსა და გამოწვევებს, რომლის წინაშეც ამ ეტაპზე სახელმწიფო დგას და გამოვხატავთ მზადყოფნას, ჩვენი რესურსებისა და მანდატის გათვალისწინებით, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში პლურალისტული, ტოლერანტული და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული გარემოს განვითარებას.

იმავდროულად, აუცილებელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღოს ეფექტური პრევენციული ზომები მისი მრევლისა და სასულიერო პირების მხრიდან მომავალში ძალადობრივი ქმედებების თავიდან აცილების მიზნით და გააძლიეროს მისი ძალისხმევა საზოგადოებაში მშვიდობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული ღირებულებების დამკვიდრებისთვის. _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20 სექტემბერი, 2026

"მინდა ვიარო, მინდა ვირბინო,მინდა ვხატო..." - აუსრულეთ დაავადებულ პატარებს სურვილები!

დედა 4 წლის გოგონასთვის დახმარებას ითხოვს

ყველა სიახლე

სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20.09.2026
პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20.09.2026
ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20.09.2026
პოლიტიკა

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი

17:11; 20.09.2026
საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20.09.2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20.09.2026
სამართალი

პროკურატურა – “არასრულწლოვანს ვიდეოზარით შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა”

16:25; 20.09.2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20.09.2026
მსოფლიო

ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

14:56; 20.09.2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20.09.2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

11:21; 20.09.2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20.09.2026
მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

10:50; 20.09.2026
საზოგადოება

112 განცხადებას ავრცელებს

10:26; 20.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო