დაკავებულია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე პოლკოვნიკი მ. ბ.
სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მხილებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის N 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “დ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მ. ბ.-ს ბრალი ედება 2012 წლის იანვარ-აგვისტოში, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფთან ერთად, მართლსაწინააღმდეგოდ ქმედებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის სპეცსახსრებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით _ 500 000 ლარზე მეტი თანხის მითვისებასა და გაფლანგვაში.
მ. ბ. ამჟამად დაკავებულია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.