დოლიძემ ჟურნალისტებს იმ რეზოლუციის შესახებ ესაუბრა, რომელიც საქართველოს ჰქონდა შეტანილი. მისი განმარტებით, საქართველოს დელეგაციამ ოთხივე კომიტეტის სხდომაზე, საკითხი წარმატებით გაიტანა. “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის საკითხები იყო: “ევროპის სახალხო პარტიის” მიერ ინიცირებული რეზოლუცია, კონკრეტული საგანგებო პუნქტით ვანო მერაბიშვილსა და შერჩევით სამართალზე საქართველოში. “ევრონესტის” შეკრების პირველ დღეს პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე ვერ გავიდა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ჩანაწერი, რომელსაც მხარს ევროპის სახალხო პარტია და “ნაციონალური მოძრაობა” უჭერდა.
ვიქტორ დოლიძის განცხადებით, 28 მაისს “ევროპის სახალხო პარტიამ” ბიუროს სხდომაზე მხარდასაჭერად გაიტანა საგანგებო რეზოლუცია შერჩევით სამართალთან დაკავშირებით, რამაც ვერ პოვა მხარდაჭერა: “სესიაზე ჩავარდა პოლიტიკური რეზოლუციის ჩანაწერი, რომელიც ვანო მერაბიშვილსა და შერჩევით სამართალს ეხებოდა საქართველოში. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის თქმით, “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეამ აღნიშნული გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ მხარს არ უჭერს იმ პათოსს, რომლის თანახმად საქართველოში, თითქოსდა შერჩევითი სამართლის რეჟიმი დამყარდა.”