ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია, ავტოავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, ავტობანზე მოხდა, _ ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
სააგენტოს თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც სამსახურებრივ ავტომანქანას მართავდა, სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.
ავტომანქანაში დარჩიასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლეც, რომელმაც მცირე დაზიანება მიიღო.
ამჟამად ორივე ოზურგეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.
დარჩია მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.





































































