დავით უსუფაშვილის განაცხადებით, “ილია უნი”-ს 100-მა პროფესორმა მის სახელზე წერილი გამოაგზავნა, რომლის მიხედვით, ისინი შეშფოთებას გამოხატავენ, უნივერსიტეტის კერძო სამართლის იურიდიულ პირიდან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე გადასვლის გამო. როგორც პროფესორები აცხადებენ, მსგავსი ცვლილების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება მათ უვადო კონტრაქტებს.
უსუფაშვილმა პროფესორები დაამშვიდა და განაცხადა, რომ მათ შრომის პირობებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.






























































