პარკში და პლაჟზე პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესის დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს.
კერძოდ, ასეთ სიტუაციაში დაკავებული პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების უზრუნველყოფის მიზნით, გახორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით.