თვეში მხოლოდ 24 ლარის გადახდა მოგიწევთ იმისთვის, რომ 30 მეტრ კვადრატზე გათვლილი Evrolux ის კონდიციონერი შეიძინოთ, 29 ლარს იმ შემთხვევაში გადაიხდით, თუ თქვენი ოთახის ფართი 40 კვადრატულ მეტრს შეადგენს, 60 და 80 კვადრატის შემთხვევაში კი შესაბამისად, ყოველთვიურად 39 და 50 ლარის გადახდა მოგიწევთ.
“ბანკ რესპუბლიკასთან” და “კრედიტ ექსპრესთან” გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მომხმარებელს 10 ლარიანი ბანკის საკომისიოს გარდა, არავითარი დამატებითი პროცენტის გადახდა აღარ მოუწევს. ეს არის რეალური 0% იანი განვადება ყოველგვარი წინასწარი შენატანის გარეშე, ასევე არავითარ ჯარიმას არ გადაიხდით ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევასიც, ხოლო სხვა ყველა ხარჯს “ტექნო ბუმი” აანაზღაურებს.
“როგორც ყოველთვის, “ტექნო ბუმში” ამჟამადაც ცხელი სეზონისთვის გამაგრილებელი ტექნიკის განსაკუთრებულად დიდი არჩევანია წარმოდგენილი. მომხმარებელს კი აქვს გარანტია , რომ ის ტექნიკას ყველაზე დაბალ ფასად მხოლოდ ჩვენთან შეიძენს”, -აცხადებენ “ტექნო ბუმში”.
აქცია ”ტექნო ბუმის” ყველა მაღაზიაში: თბილისში, გორში, ქუთაისში, ზესტაფონსა და ბათუმში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
(R)