მოსახლეობის განცხადებით, რამდენიმე წელია, სოფლის დახმარების პროგრამით, სოფელ ძიმითში წყლის მოსაგვარებლად რამდენიმე ათასი ლარი გადაირიცხა, თუმცა, ეს პრობლემა კვლავ გადაუჭრელია. აქაურები სოფლის ხელმძღვანელობას ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, სოფლისთვის გამოყოფილი ფული "წყალშია გადაყრილი."
"წყალში გადაყრილ" ფულზე და ძიმითელების უწყლობაზე "გურია ნიუსმა" მინისტრ დავით ნარმანიას რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს დაუსვა კითხვა. მინისტრის პასუხის შემდეგ, თემა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ სოლოღაშვილმა გააგრძელა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხით კონტროლის პალატისთვის უნდა მიგვემართა: "ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ ჩვენი სამინისტროს ოთხკაციანი აუდიტით ყველაფერს შეისწავლის, ეს წარმოუდგენელია. ამის გამოძიება რომ დავიწყოთ ჩვენ, უნდა გარდავიქმნათ საგამოძიებო ორგანოდ…"
რა შუაშია კონტროლის პალატა და რა მოხდა შეხვედრაზე, ამას ჩვენი ვიდეომასალიდან შეიტყობთ…