ამავე ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით დონდუა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა ნატო–საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივა იყო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
NATO-ს კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართება სამეგრელო ზემო-სვანეთის საჯარო სკოლებშიც. უფროსკლასელთათვის დაგეგმილია სხვადასხვა კონკურსები და დებატები. დაწყებითი საფეხურის ბავშვები კი ნატოს დღეებს ასფალტზე ხატვით გამოეხმაურნენ.
ნატო-ს კვირეული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით იმართება. კვირეულის მხარდამჭერები ასევე არიან რუმინეთის საელჩო საქართველოში და ნატო-ს სამეთვალყურეო ოფისი საქართველოში.
წელს ეს აღნიშნული კვირეული საქართველოში უკვე მეექვსედ იმართება. ნატოს კვირეული 10 ივნისს, 11:00 საათზე “ნატოს ახალგაზრდული სამიტით დაიხურება”.