კახა კალაძის განცხადებით, ენერგოეფექტურობის მიმართულებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს, როგორც საკანონმდებლო ბაზის დახვეწის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრირების კუთხით. ორგანიზაციამ “ენერგოეფექტურობის ცენტრი” ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე “ჩვილ ბავშთა სახლში” ენერგოაუდიტი ჩაატარა და მისი შედეგების საფუძველზე ენერგოდამზოგი ღონისძიებები განახორციელა. კერძოდ, შენობის ხის კარ-ფანჯარა შეიცვალა ორმაგი, დაბალემისიური შემინვის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრით, ასევე სამივე კორპუსის სხვენსა და სახურავზე თბოიზოლაცია დამონტაჟდა და არსებული განათების სისტემა ენერგოდამზოგავი ნათურებით შეიცვალა.
აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდა ჩვილ ბავშვთა სახლის საცხოვრებელი პირობები, შემცირდა ენერგოდანახარჯები და სათბური აირის ემისიები.