https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“კანონს კონკურსით დანიშვნის შესახებ დაწერა კი ეწერა, მაგრამ შესრულება არ უწერია”

8:06; 6.06.2013
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთში ნაციონალების მაჟორიტარობის კანდიდატის და მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის გიორგი გოგუაძის დამარცხების შემდეგ, მის მოვალეობას ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე კახა ასკურავა ასრულებდა. ამავე პერიოდში გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ. იანვარში კი საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარედ არასამთავრობო ორგანიზაციების _ “კივიტას გეორგიკას” წევრი და “ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი, ასევე “ნაციონალების” სიით წარდგენილი დეპუტატი, ამირან გიგინეიშვილი აირჩიეს. იმავე დღეს, ახალარჩეულმა თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ახალი კანდიდატი, ზაზა ურუშაძე წარუდგინა, რომლის დანიშვნაზე დეპუტატებმა გიგინეიშვილს ერთხმად მისცეს დასტური.

მოსვლის დღიდანვე, ზაზა ურუშაძე აცხადებდა, რომ აუცილებლად განახორციელებდა გამგეობაში სტრუქტურულ რეორგანიზაციას და კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე და პროფესიონალ კადრებზე გააკეთებდა აქცენტს: “ცვლილებები იქნება, მაგრამ კანონის ფარგლებში. მთავარია, კვალიფიციური და გამოცდილი კადრი… არ მოხდება პარტიული ნიშნით კადრების შერჩევა,” _ ამბობდა ურუშაძე.

რეორგანიზაცია გამგეობაში მართლაც გახორციელდა და დღემდე მიმდინარეობს. ჩვენი შეკითხვის პასუხად, რომელ სამსახურებში გახორციელდა რეორგანიზაცია, გამგეობის აპარატში გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე გაუქმდა ადმინისტრაციული და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამსახურები; შეიქმნა გამგეობის აპარატი, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განყოფილების სახით შევიდა ხსენებულ აპარატში. ასევე, შეიქმნა ადამიანური რესურსების მართვის და შიდა აუდიტის სამსახურები; გაუქმდა ზედამხედველობის სამსახური და ის აუდიტის სამსახურში შევიდა, როგორც განყოფილება. რეორგანიზაცია განიცადა ასევე ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურებმა და მათ ბაზაზე შეიქმნა ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურები; განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ბაზაზე ორი სამსახური ჩამოყალიბდა: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის სამსახურები.

ამჟამინდელი მონაცემებით, გამგეობის სამსახურებში (გარდა რწმუნებულებისა) დასაქმებულია 80 ადამიანი, მაშინ, როცა 2013 წლის იანვრის მონაცემებით დასაქმებულთა რაოდენობა 67-ს შეადგენდა.

თუ რა განათლების არიან ლანჩხუთის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეები, ამის შესახებ აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საკრებულოს წევრთაგან მხოლოდ ოთხს აქვს საშუალო და ტექნიკური განათლება. რაც შეეხება საკრებულოს აპარატს, აქ უმაღლესდამთავრებული 19 ადამიანი მუშაობს, რამდენიმეს ავტობიოგრაფიაში უწერია _ “სტუდენტი”, “დაუმთავრებელი უმაღლესი”. ანალოგიური მდგომარეობაა გამგეობაშიც.

იმის შესახებ, თუ რამდენად კვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული სამსახურები, ჩვენ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ზაზა ურუშაძეს ვერ ვესაუბრეთ, მისი უკრაინაში ვიზიტის გამო, მანამდე კი გვინდა შემოგთავაზოთ ის კომენტარი, რომელიც მან მაშინ გააკეთა “გურია ნიუსთან”, როცა ცვლილებები ხორციელდებოდა: “მე კადრებს ვნიშნავ ერთი თვით, გამოსაცდელი ვადით. თუ გაართმევს თავს, დავტოვებთ, თუ არა, კეთილს ინებებს და წავა. მე კანონი არ მავალდებულებს, რომ კადრს, რომელსაც ავიყვან, უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს. თუ ასეა, მაშინ მე ამას არ გავაკეთებ.”

კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.

მიუხედავად ამ კანონისა, დასაქმებულთა მიერ საკრებულოსა და გამგეობაში წარდგენილი ავტობიოგრაფიები, ე. წ. CV ბევრ კითხვას ბადებს. ჩვენ რამდენიმე მაგალითს მოვიტანთ, გვარ-სახელთა მითითების გარეშე (ამ შემთხვევაში, ანონიმურობა დაცულია, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელის ყველა მონაცემი ღია და საჯაროა):

CV #1 _ განათლება: სტუდენტი; სამუშაო გამოცდილება: 2012 წლიდან დღემდე საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი.

CV #2 _ განათლება: უმაღლესი, ფარმაცია, საოფისე პროგრამები; სამუშაო გამოცდილება: 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ვიყავი უბნის კოორდინატორი;

CV #3 _ განათლება: დაუმთავრებელი უმაღლესი; სამუშაო გამოცდილება: მაქვს კერძო ბიზნესი; არჩევნებში საუბნო კომისიის წევრი.

ახალ საკადრო ცვლილებებს არ ეთანხმება საკრებულოს წევრი და ფრაქცია “რეალური თვითმმართველობისთვის” თავმჯდომარე, დავით წულაძე: “ხალხის დანიშვნას ვიღაცის რეკომენდაციით არ ვეთანხმები. უმეტესად, კარგად ჩაიარა რწმუნებულების დანიშვნამ, სხვა შემთხვევაში კი _ არა. ამ კოალიციაში ათასი უმაღლესდამთავრებულია, შენ რომ ადგები და უმაღლესდაუმთავრებელს დანიშნავ, ეს უკვე იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ ამ საკადრო ცვლილებებს ვინც ახორციელებს, არ ვგულისხმობ მარტო ბატონ ზაზა ურუშაძეს, მალე მიხვდება, რომ ასეთი რაღაც დაუშვებელია და ძველ ცხოვრებაში ვბრუნდებით. ვიღაცის და რაღაცის ხათრით ბატონი ზაზაც არ უნდა აკეთებდეს ამას. შეიძლება ვინმემ გირჩიოს და გითხრას, რომ ეს კარგი პიროვნებაა, ან შეიძლება მრჩეველიც თვლის, რომ ეს კომპეტენტური პიროვნებაა. მაგრამ რომ გაიგებს ჩვენი ხელისუფლება, კანდიდატს უმაღლესი არ დაუმთავრებია, თვითმმართველობის ერთი სერთიფიკატი არ აქვს, არ უნდა ნიშნავდეს. ეს პრობლემა აწუხებს მოსახლეობას, მესმის უკმაყოფილება, სწორად კითხულობენ, შე ოჯახაშენებულო, თვითმმართველობა საერთოდ არ იცის და სად მოგყავს? თუმცა, იმედი მაქვს, ყველა ნახავს საკუთარ ადგილს”.

ჩვენ ამ თემაზე კომენტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელს, გიორგი გეგიაძესაც ვთხოვეთ: “დავიწყოთ იქედან, რომ გამგებლის მოადგილედ დაინიშნა ვახტანგ ზენაიშვილი, რომელიც კვალიფიციური კადრია; კადრების სამსახურში დაინიშნა ლევან ჩხაიძე, რომელიც ძალიან შრომისმოყვარე ენერგიული კაცია; კარგი კადრია ლადო ნანაძე _ იგი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელია. რწმუნებულები ძირითადად ყველა ჩვენი პარტიიდანაა და ნორმალური კადრები არიან.

მე არ მომწონს შიდა დანიშვნები. დღეს უმაღლესი განათლება რომ გაქვს, სატირალია და ისიც რომ არ გექნება, საშინელებაა. მე კადრების საკითხებში არ ვერევი. არც ის მიკადრებია, რომ ვინმესთვის მეთქვა, ეს ადამიანი აქ დანიშნე,-მეთქი. კანონმდებლობის მიხედვით, უნდა იყოს საკონკურსო წესით დანიშვნა. ამ კანონს დაწერა კი ეწერა ბედად , მაგრამ შესრულება არ უწერია. საერთოდ, მომხრე ვარ, რომ კადრი თუ არის ნიჭიერი, განათლებული, ხელი არ უნდა კრა _ არ აქვს მნიშვნელობა, “ნაციონალია” თუ სხვა პარტიის წევრი. ბევრ “ნაციონალს” არ უნდოდა გაეკეთებინა ცუდი რაღაცეები, მაგრამ აიძულებდნენ. ეს რაიონში დიდ რეზონანსს იწვევს და მოქმედებს ჩვენს იმიჯზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ არ მომწონს ზოგიერთი კადრი, მაგრამ გეუბნებიან, მხოლოდ სამი თვით დაინიშნენო და ვერაფერს ეტყვი. მე ვფიქრობ, ბატონი ზაზა რომ ჩამობრძანდება უკრაინიდან, სერიოზულად ვისაუბრებ ამ საკითხზე დეპუტატთან ერთად.”

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განცხადებას ავრცელებენ

20:38; 12 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

როდიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან პლასტმასის მასალაში განთავსებული სურსათის გაცემა

19:21; 12 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი: ასეთი ზომები ეწინააღმდეგება ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო

18:28; 12 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა”- ილიაუნის რექტორი

16:49; 12 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

საია ეხმიანება და კრიტიკულად აფასებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან ადვოკატის გაძევებას

16:12; 12 თებერვალი, 2026

გამომცემლებმა მარგველაშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

გავერთიანდეთ ბაკურიანის გადასარჩენად!

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ფაქტს იძიებს

22:41; 12.02.2026
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12.02.2026
პოლიტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განცხადებას ავრცელებენ

20:38; 12.02.2026
საზოგადოება

ქარტია ეხმაურება „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

20:21; 12.02.2026
საზოგადოება

ილიაუნთან აქცია მიმდინარეობს

19:57; 12.02.2026
პოლიტიკა

როდიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან პლასტმასის მასალაში განთავსებული სურსათის გაცემა

19:21; 12.02.2026
სამართალი

უკანონოდ გასაღებული იარაღით ჩადენილი მკვლელობა – ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

19:03; 12.02.2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული

18:55; 12.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი: ასეთი ზომები ეწინააღმდეგება ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო

18:28; 12.02.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

18:13; 12.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:40; 12.02.2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12.02.2026
პოლიტიკა

“გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა”- ილიაუნის რექტორი

16:49; 12.02.2026
ფინანსები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

16:18; 12.02.2026
პოლიტიკა

საია ეხმიანება და კრიტიკულად აფასებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან ადვოკატის გაძევებას

16:12; 12.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო