2013 წლის 5 ივნისის მდგომარეობით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 9790 ბრალდებული/მსჯავრდებული, რაც 2012 წლის 5 ივნისის მაჩვენებელთან (23525) შედარებით შემცირდა 13735 (58.4%-ით) ერთეულით.
2013 წლის 5 ივნისს “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან საპატიმრო სასჯელისაგან გათავისუფლდა 2 ბრალდებული/მსჯავრდებული.
2013 წლის 5 ივნისის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 8 696-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 429 მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა (№2 დაწესებულება – 5, №3 დაწესებულება – 4, №5 დაწესებულება – 420) და 25-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№8 დაწესებულება – 6, №11 დაწესებულება – 12, №17 დაწესებულება – 6, №18 დაწესებულება – 1) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა.
დიაგრამებზე მოცემულია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ამნისტიის შედეგად საპატიმრო სასჯელისაგან გათავისუფლებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის ამსახველი სურათი დაწესებულებებისა და სქესობრივ-ასაკობრივი ჭრილის მიხედვით: