გენერალური მდივანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით დაინტერესდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მას ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებზე. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას და დევნილთა შესახებ რეზოლუციას, რომელიც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 13 ივნისს განიხილება. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ რეზოლუციაზე მხარდამჭერთა რიცხვი გაიზრდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრეს ჟენევის დისკუსიებზე. ბან კი მუნი საქართველო-რუსეთს შორის დიალოგის – კარასინ-აბაშიძის ფორმატით და ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობით დაინტერესდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მაია ფანჯიკიძემ უკვე გამართა შეხვედრები ნიუ-იორკში, გაერო-ს წევრი ქვეყნების, ხოლო ვაშინგტონში – სენატისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებთან