ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცახდებით, სხვა დანარჩენ შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია სრულყოფილია. როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, სააგენტომ 2012 წლის მანძილზე შეიძინა Hyundai-ის მარკის ხუთი ავტომანქანა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 172 721,40 ლარი შეადგინა.
როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, სააგენტომ 2012 წლის მანძილზე შეიძინა Hyundai-ის მარკის ხუთი ავტომანქანა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 172 721,40 ლარი შეადგინა.
სააგენტოს წლიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 384 760 ლარს. პრემიებზე დაირიცხა 2012 წელს 681 820 ლარი, და 2013 წელს – 113 455 ლარი. ასევე საინტერესოა, რომ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2012 წლის 10 დეკემბერს მას არ წარუდგენია საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიში პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), ეს ვალდებულება მასზეც ვრცელდება.