რომელთაგან ნაწილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ნაწილი კი _ პროკურატურას," _ აცხადებდა დავით ნარმანია "გურია ნიუსთან" ინტერვიუში.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის განცხადებით, ყოფილი მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის პერიოდში სამინისტრომ სახელმწიფო 10 მილიონით აზარალა.
მინისტრმა დავით ნარმანიამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს 13 საქმე გადასცა შესასწავლად. ამ საქმეების "ბედის" გარკვევა ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთა ვცადეთ.