თბილისის მერი გიგი უგულავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები: მიხეილ მაჭავარიანი, დავით ბაქრაძე, გიორგი გაბაშვილი, ამ წუთებში ოზურგეთში იმყოფებიან. შეხვედრას ასევე ესწრებიან: გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ვიცე-გუბერნატორები: ლელა თავართქილაძე და პაატა მანჯგალაძე. შეხვედრაზე გამოჩნდა ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი, გია გოგუაძეც.
მიხეილ მაჭავარიანმა “გურია ნიუსს” კომენტარი გაუკეთა: “ეს შეხვედრა ემსახურება ბოლო პერიოდში ოპოზიციაზე გაძლიერებულ შეტევებს. ჩვენ აქტივისტებს, მხარდამჭერებს და პარტიის ლიდერებს ვხვდებით, რათა დავსახონ გეგმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის”.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ განიხილება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატად ზურაბ ჭიაბერაშვილი, მაჭავარიანმა გაგვიცხადა, რომ ჯერჯერობით, პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია.