(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის “გურიამ” მორიგი შეხვედრა გამართა და საკუთარ მოედანზე წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლა. ჩვენებურებმა კილაძისა და დეისაძის გოლებით 2:1 დაამარცხეს მეტოქე. ამჟამად “გურიას” 42 ქულით ცხრილში მეექვსე ადგილი უკავია და მდევარ “კოლხეთს” მომდენო ტურში, 7 მაისს ხობში ესტუმრება.
ამ ტურში მარცხი განიცადა ოზურგეთის “მერცხალმა” _ თბილისში “ნორჩ დინამოელთან” 0:3. “მერცხალი” 30 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და სახიფათო ზონას 7 ქულით არის დაცილებული.