აქ იმყოფება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი. მისი განცხადებით, კონფერენცია 11 საათზე გაიხსნება.
_ მანამდე ჩვენ გვეცოდინება, რამდენი მოსამართლეა რეგისტრირებული. აუცილებელია კონფერენციის გასახსნელად სულ მცირე, ნახევარი მაინც იყოს მოსული _ ეს გახლავთ 121 მოსამართლე. მე მგონი ყველას კარგად ესმის დღევანდელი დღის მნიშვნელობა. ხშირად ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ _ დღეს მოსამართლეებმა ყველას უნდა დაანახონ, რომ ისინი დამოუკიდებელნი არიან და მათ ყოველგვარი გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღონ და შეიქმნას ისეთი იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სხვა ჩვენი ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებიც უპირველესად გააგრძელებენ სასამართლო ინტერესებს, _ განაცხადა კუბლაშვილმა.