მიღებული დოკუმენტაცია საშუალებას იძლევა დეტალურად გავაანალიზოთ ძველი და ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატთა და აპარატში დასაქმებულ თანამშრომელთა შემოსავლები. 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის აპრილის თვის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის წევრებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 2 702 646,84 ლარი.
აღნიშნული თანხიდან წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში (2012 წლის იანვარი-ოქტომბერი) გაცემულია 1 746 258 ლარი, ხოლო ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში (2012 წლის ნოემბერი – 2013 წლის აპრილი) – 956 389 ლარი. ამავე დროს სახელფასო დანამატებით სულ გაცემულია 2 938 319 ლარი, საიდანაც წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში გაცემულია 1 415 043 ლარი, ხოლო ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში – 1 523 276 ლარი.