“ასეთი დამოკიდებულება უშიშროებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, რბილად რომ ვქვათ, უცნაურია, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა თვითონ პრემიერ-მინისტრი გამოხატავდა პრეტენზიებს უშიშროების საბჭოს მუშაობის აქტიურობასთან დაკავშირებით. ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა, მითუმეტს გრძელდება რუსული ოკუპაცია. ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია საკითხები, რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა გავრცელებული ვიდეო ფირების სახით, რომელიც ემუქრება არა მარტო საქართველოს პრეზიდენტს, არამედ ერს. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი საკითხია ისეთი, რომელიც განსახილველია ქვეყნის პირველი პირების დონეზე. პირველი პირების დასწრება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პირველი პირები იღებენ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე”._ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ “უშიშროების საბჭოს” სხდომას, რომელიც დღესს 5 საათზეა ჩანიშნული, პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება. თუმცა აქვე ცნობილია, რომ შეხვედრას სხვა უწყებების მინისტრები დაესწრებიან.