უსუფაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე უკვე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასევე ის უწყებები, რომლებთაც ტერორიზმთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვთ. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე კომენტარი გააკეთა გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე, რომლის შედეგად, შენობის სართულზე წყლის მილი გასკდა და ჭერი ჩამოინგრა. სარემონტო სამუშაოები პარლამენტში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ჭერი იმ ადგილზე ჩამოინგრა, სადაც ვახტანგ ხმალაძის, ივანე კიღურაძის და დიმიტრი ხუნდაძის სამუშაო კაბინეტებია.
“არავინ დაშავებულა, თუმცა იყოს ამის საფრთხე. სარემონტო სამუშაოები უკვე დაიწყო დაუკავშირდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც, ამ შენობით იყვნენ დაკავებულები. ჩვენ ვიცით, რომ ვმუშაობთ შენობაში, სადაც არ არის დასრულებული სამუშაოები, ამიტომ ვართ ყურადღებით და ვიქნებით. თუმცა, შესაბამისი სამსახურები ამაზე მუშაობენ და და ეს ჩვენს მუშაობას ვერ შეაფერხებს”. _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.