ბარამიძის განცხადებით, არის ეჭვები რომ ამ ვიდეო რგოლების უკან საკმაოდ მაღალი რანგის პირები დგანან. მისივე თქმით, შესაძლოა ვიდეოები საქართველოში დამზადებული და გავრცელებული იყოს.
“ჩვენი მოსაზრებით, ამ ვიდეო რგოლების უკან შესაძლოა საქართველოში მოქმედი მაღალი რანგის პოლიტიკოსები იდგნენ. თუ დადასტურდება, რომ ვიდეოები მათი დაკვეთით არის დამზადებული, შესაძლოა, შსს წააწყდეს პრობლემას. ამიტომ, გამოვდივარ წინადადებით, პარლამენტიც ჩაერთოს ამ საკითხში და დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომ ეს საკითხი ობიექტურად იყოს გამოძიებული,” – განაცხადა ბარამიძემ ბიუროს სხდომაზე.