საქმე ეხება საპარლამენტო კომისიის მიერ კონტროლის პალატის საქმიანობაზე დადებულ ანგარიშს, სადაც საუბარია ბეჟაშვილის ყოფილი უწყების კანონდარღვევით ჩატარებულ საქმიანობებზე. საქმე დიდი ოდენობით გაცემულ პრემიებს, ხელოვნურად შეუვსებელ საშტატო ერთეულს, თანხების არამიზნობრივად ხარჯვას და სხვა უამრავ ფაქტს ეხება, რაც კონტროლის პალატაში ბეჟაშვილის ხელმძღვანელობის დროს ხდებოდა. ანგარიშში საუბარია ასევე საერთო სასამართლოების შესახებ არსებულ შეჩერებულ აქტზეც, რომელიც ორი წლის განმავლობაში კონტროლის პალატის თაროზე იყო და შესაბამისი რეაგირება არ ჰქონია.
“გურია ნიუსს” ამ თემებთან დაკავშირებით ლევან ბეჟაშვილთან რამდენიმე კითხვის დასმა, სურდა მან ამაზე უარი განაცხადა და გვითხრა, რომ არ აპირებს ბოდვაზე პასუხის გაცემას. მისივე თქმით ამ საკითხებზე ცალკე პრესკონფერენციას გამართავს და იქ ისაუბრებს.