მათ ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართული ბაზები მოინახულეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების 42-ე და 33-ე ბატალიონების მეთაურებმა საქართველოს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას დეტალურად აუხსნეს ადგილზე არსებული მდგომარეობა. პოლკოვნიკ ბერიძის განცხადებით, ქართველი ჯარისკაცების მოტივაცია მაღალია და მზად არიან მათზე დაკისრებული ამოცანა ბოლომდე შეასრულონ.
“მოწინააღმდეგის ძლიერი აქტივობისა და ახალი ბრძოლის ტაქტიკის შემოტანასთან ერთად ქართულმა ქვედანაყოფებმა კონტრ-ზომები შეიმუშავეს. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ქართული ბაზების გაძლიერებისთვის საჭირო დამატებითი საინჟინრო სამუშაოები” – განაცხადა პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ.