ასევე, მოხდება “ქართული კვების კომპანიის” მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილება. აღნიშნული შპს უზრუნველყოფდა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მე-3-ე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შემოწმების სტადიას 11 სამხედრო მოსამსახურე გადის, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია მათი მოწამვლა.
_ „ბოლო მონაცემებით, 11 სამხედრო ახლა გადის შემოწმებას, რათა დადგინდეს რამ მოწამლა ისინი. მიუხედავად იმისა, რომ ფართო მასშტაბიანი სახე ამ ფაქტს არ აქვს, მე მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილებები: თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნება ის მოხელე, ვინც ჩვენი სამხედროების კვების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ასევე, მთლიანად შეიცვლება “ქართული კვების კომპანიის” სტრუქტურა და მენეჯმენტი, რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების კვებას. ჩემთვის და მთელი თავდაცვის სამინისტროსთვის, ჯარისკაცის კვებით უზრუნველყოფა არის იგივე, რაც საკუთარ ოჯახში, საკუთარი შვილი უზრუნველყო საკვებით. აქედან გამომდინარე, ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნა უკვე მიღებული.”, _ აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
_ ამ საქმესთან დაკავშირებით გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება. მოკვლევის დასრულების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემის შესახებ, _ იუწყება თავდაცვის სამინისტრო.