საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, უმრავლესობამ კანდიდატებთან დაკავშირებით გარკვეულ კონსესუსს მიაღწია. მისი თქმით საბჭოში პარლამენტის მიერ ასარჩევი 6 წევრიდან ოთხის დასამტკიცებლად პარლამენტს უმრავლესობა სჭირდება. დანარჩენი ორი წევრი კი პარლამენტმა, ხმათა ორი მესამედით უნდა აირჩიოს. რისთვისაც მხოლოდ კოალიციის ხმები არ იქნება საკმარისი. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი საბჭოს წევრებს ვერ აირჩევს, ადგილები ვაკანტური იქნება და კონკურსი კვლავ გამოცხადდება.