მისი თქმით, სწორედ პუტინია ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების დახოცვის ბრძანება გასცა და თამაში, რომ მას მოსწონს ქართველები, მაგრამ არ მოსწონს საქართველო, მორიგი ცინიკური და თავხედური განცხადებაა.
“მან გასცა ბრძანება, ასობით ჩვენი თანამოქალაქის მოკვლაზე, როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ისე _ სამხედროების. შესაბამისად, ეს თამაშის ფორმა, რომ მას ძალიან მოსწონს ქართველები და არ მოსწონს საქართველო, არის მორიგი ცინიკური და ძალიან თავხედური განცხადება. თუ მას მართლა სურს ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოსთან, ამის ერთადერთი გზა არსებობს _ ოკუპაციის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ რომ, საუბარია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერვიუზე Russia Today-სთან, სადაც პუტინმა საქართველო რუსეთის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს.