ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. საბავშვო ბაღის თანამშრომლების გარდა, უახლოეს ხანში აიპ-ების ადმინისტრაციის ხელფასების მატებაცაა დაგეგმილი:
_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ფინანსური რესურსების გამოძებნის შემთხვევაში, პირველ რიგში, ხელფასები მოემატებათ საბავშვო ბაღის თანამშრომლებს. ადმინისტრაციაზე არ არის საუბარი. თუმცა, ამავე დროს იგეგმება აიპ-ების ადმინისტრაციების ხელფასების მატებაც, თუმცა ჯერჯერობით შესაბამისი ფინანსები არ გვაქვს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა, ზურამ ჩანტლაძემ.