ჩხარტიშვილმა შესაბამისი საჩივრებით პროკურატურასაც ბევრჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
_ პროკურატურა აშკარად დაგვცინის, მერიის მიერ გლდანის ა მიკრო-რაიონში მდებარე სკვერის გასხვისების ფაქტის გამოძიების მოთხოვნით შეტანილი ჩვენი განცხადება, ისევ მერიის სამსახურს გადაუგზავნეს. არც ერთ სხვა ბაღთან, თუ სხვა გამწვანებულ ტერიტორიასთან დაკავშირებითაც, სულ მცირე, გამოძიებას ძვრა არა აქვს, _ აღნიშნავს ჩხარტიშვილი.
ეფექტური და ოპერატიული გამოძიების მოთხოვნით დღეს, 14 საათზე მთავარ პროკურატურასთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება.
_ უგულავა ინტენსიურად აგრძელებს თბილისის ბაღ-პარკების გასხვისებასა და მათ ტერიტორიაზე სამშენებლო ნებართვების გაცემას. პროკურატურას არაერთხელ მივმართეთ შესაბამისი საჩივრებით, სადაც ვითხოვდით, რომ საკრებულოს 2002 წლის შესაბამისი გადაწყვეტილებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე დაეწყოთ ამ ქმედებების კანონიერების თაობაზე გამოძიება… დღემდე ან პასუხი არ მოგვდის. თანაც გვწერენ, რომ კანონდარღვევას ვერ ხედავენ. ჰოდა, მალე უდაბნოში მოგვიწევს ცხოვრება. სწორედ ამიტომ, დღეს 14 საათზე, ეფექტური და ოპერატიული გამოძიების მოთხოვნით, მთავარ პროკურატურასთან გამაფრთხილებელი აქცია გვაქვს, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას ჩხარტიშვილმა.