ჩახალიანი, რომელსაც გამოცემა ყოფილ პოლიტპატიმრად მოიხსენიებს, აცხადებს, რომ სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გავლენის შესუსტება სამართლიანი მართლმსაჯულების გახორციელებას შეუწყობს ხელს.
მოძრაობა “ჯავახკის” აქტივისტმა ცილისწამებისა და ცრუ ბრალდებების გავრცელებისთვის საქართველოს პრეზიდენტის, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის და სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორის გოგა ხაჩიძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, პროკურატურამ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა არასაკმარისი მტკიცებულებების მოტივით.
მიმდინარე წლის აპრილში, ჩახალიანმა საქართველოს პრეზიდენტი ეთნიკური უმცირესობების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, “სააკაშვილი ჯავახეთის სომხებში პროტესტის ხმას ახშობდა.”
“ჯავახკის” აქტივისტი სააკაშვილის მიერ გახორციელებულ “ანტისომხურ” პოლიტიკაზეც საუბრობს და ამტკიცებს, რომ 40 000 ე. წ. თურქი-მესხის ჯავახეთში ჩამოსახლება სომხური მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული აქციაა.
“40,000 თურქს უკვე მიენიჭა მოქალაქეობა საქართველოსა და ჯავახეთში . მაშინ როდესაც 5-6 წლის წინ ნინოწმინიდაში ვერც ერთ თურქს ვერ ნახავდით, დღეს ყოველივე მიმართულია იქეთკენ, რომ სომხებს მიწების ყიდვის საშუალება არ მისცენ და ამის ნაცვლად მწვანე შუქს უნთებენ თურქებს. 5 წლის წინ მხოლოდ ამ ერთმა რეგიონმა აკრძალა მიწების გაყიდვა სომხებზე, ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ვერ ნახავთ ვერც ერთ სომეხს რომელმაც ჯავახეთში მიწა შეიძინა,” _ აცხადებს ჩახალიანი.
ჩახალიანმა თავი შეიკავა ბიძინა ივანიშვილის და ახალი მთავრობის კომენტირებისაგან, რადგან თვლის რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმ დაპირებების შეფასება რაც პრემიერმა საზოგადოებას მისცა. ის თვლის, რომ ჯავახეთში უშიშროების სამსახურის ზეწოლა და კონტროლი შესუსტდა და ადგილობრივი მოსახლეობა უფრო თავისუფლად გრძნობს თავს.