ძირითადად, შეჯიბრი 8-10 და 12 წლის მოზარდებს შორის გაიმართება. გურიის რეგიონის საივე მუნიციპალიტეტიდან ტურნირში მონაწილეობის უფლება 12 ბავშვმა მოიპოვა, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფში იასპარეზებენ.
ადგილზე იმყოფება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, გია გიორგაძე. ტურნირი ერთი კვირა გაგრძელდება და 25 ივნისს საზეიმოდ დაიხურება.