სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „გალათასარაიმ” ფინალური სერიის მე-5 მატჩში საკუთარ არენაზე 76:58 დაამარცხა მეტოქე „ბანვითი” და ფინალურ სერიაში ჯამში 4:1 სძლია.
საჩემპიონო მატჩში მარკოიშვილმა ზომიერად ითამაშა და ასეთივე შედეგიანობაც აჩვენა. 20 წუთში მანუჩარმა 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ჩემპიონებს ჩენკ აკიოლმა 22 ქულით ულიდერა, კარლოს აროიოს ანგარიშზე კი 15 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.
აღსანიშნავია, რომ მანუჩარ მარკოიშვილმა საქართველოს, იტალიის, უკრაინის და სლოვენიის ჩემპიონობას თურქული ოქროც მიუმატა და ქართველ კალათბურთელთა შორის გახდა პირველი, რომელმაც ამდენ და ასეთ ძლიერ ჩემპიონატებში გაიმარჯვა.