პირველი ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკის სომხურენოვანი საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელს კლარა ფოცხვერაშვილს გადასცა.
“ამაგდარის” ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი დღეს ზუგდიდს ეწვევა და მერაბ კოსტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდება. დაგეგმილია ამავე სკოლის პედაგოგის, ფიზიკის მეცნიერებათა კანდიდატის ვაჟა ესართიას დაჯილდოვება, რომელიც ამაგდარი პედაგოგის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდება სამეგრელოს რეგიონში.
ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლელა ქებურიას ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს ზუგდიდში დღის ბოლოს ელოდებიან.