ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარტიის ლიდერებმა დღეს პარლამენტში შეიტანეს. გიორგი თარგამაძის განცხადებით, სამომხმარებლო კალათის ადეკვატური დადგენა, სოციალური და საპენსიო ფონდის სწორ განსაზღვრას შეუწყობს ხელს.
საარსებო მინიმუმი საქართველოში ამ დროისთვის 150 ლარია, “ქრისტიან-დემოკრატები” კი მის 250 ლარამდე გაზრდას მოითხოვენ.