ამ ეტაპზე 9 სამსახურის უფროსია გათავისუფლებული. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, თენგო თოფურიძის განცხადებით გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მომზადება ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მონაცემები დღის განმავლობაში შეიცვლება. მისი განმარტებით სამსახურს კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაცია გუშინ დაიწყო და ამ ეტაპისთვის 9 სამსახურის უფროსმა, ქალაქის მერის, დიმიტრი კოპალიანის ბრძანების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.