“ამ კატეგორიის საქმეთა ანალიზმა გვიჩვენა, რომ მათი დიდი ნაწილი შეწყვეტილია ან პასუხისმგებლობა დადგა ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანების კუთხით და არა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე. ამის ობიექტური მიზეზი არის ამ მუხლის სტრუქტურა, რადგან ნორმა დაცვის ობიექტად აღიარებს არა ჟურნალისტს, არამედ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას. კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც პირებს არ უნდოდათ ინტერვიუს მიცემა და ხდებოდა ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანება, აქ არ იკვეთებოდა ჟურნალისტისათვის ხელის შეშლის ფაქტი. ამიტომ ხდება, რომ ხშირად კვალიფიკაცია არის კამერის ან ჯანმრთელობის დაზიანების კუთხით.”_ ამბობს კახა წერეთელი.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა გამოძიება უმეტესობაზე შეწყდა.