_ როდესაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ახერხებს და ერთ წინადადებაში სამ ტყუილს ამბობს, ეს მძიმე მოსასმენია, მაგრამ დღეს, ვფიქრობ, ეს უფრო მისი პირადი ტრაგედიაა და საბედნიეროდ სახელმწიფოს უკვე ვეღარ აზიანებს.
არა იმიტომ, რომ მის მიერ ჩემი გვარის ხსენებამ აშკარად ცილისმწამებლურ კონტექსტში, რაიმენაირად ღირსება შემილახა, არამედ უბრალოდ ინფორმაციისთვის:
1. ჩხატარაშვილთან დაკავშირებით მინდა ავღნიშნო, რომ მას ჩემთან არასდროს არ უმუშავია, არ მუშაობს ამჟამად და არასოდეს იმუაშავებს მომავალში.
2. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ჩხატარაშვილი მუშაობდა პროკურატურაში. თუ პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს პიროვნება ჩართული იყო შსს-ს თანამშრომლების მიერ ორგანიზებულ დანაშაულში, ეს არის მისი მხრიდან იმის აღიარება, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და მთელი სახელმწიფო მანქანა აწამებდა, აუპატიურებდა და ამ გზით იღებდა სასურველ აღიარებით ჩვენებებს.
3. ბიზნესის ტერორი ეს იყო მისი ხელისუფლების კიდევ ერთი სისტემური დანაშაული. მე ვამაყობ ზუსტად იმით, რომ ამ თვეებში გავაკეთე ყველაფერი სხვებთან ერთად, რათა ბიზნესი გათავისუფლებულიყო იმ კრიმინალური მეტასტაზებისგან, რომლითაც გაჟღენთილი იყო ქვეყნის ეკონომიკური ქსოვილი.
მე არ ვუჩივლებ სააკაშვილს პატივის და ღირსების შეურაცხყოფისთვის, რამე თუ როგორც ადამიანს, ამ ქვეყნის მოქალაქეს – მჯერა, რომ არც თუ შორეულ მომავალში – მას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებებზე მოუწევს პასუხისგება, _ აღნიშნულია ხუხაშვილის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში.