მთელი თამაში თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა, ბოლო წამებზე მანუ ჯინობილის ორიგინალური გათამაშების შემდეგ, “მაიამიმ” მოიგო.
ანგარიში 92:88 იყო და “სან ანტონიოს” კალათბურთელებს 27 წამი ჰქონდათ, როცა პოპოვიჩმა ტონი პარკერი სკამზე დასვა, ბურთი კი ჯინობილმა გაითამაშა, მისი გადაცემა ლებრონ ჯეიმსმა მოხსნა, რასაც მასზე ჯარიმა მოჰყვა, რომელიც ორ ქულად აქცია ლებრონმა, შემდეგ ჯინობილის შორეული ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა, უეიდზე დაჯარიმდნენ, რომელმაც 1 საჯარიმო გამოიყენა და თამაში დამთავრდა 95:88.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც 37 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, უეიდმა კი _ 23 ქულა და 10 მოხსნა. აღსანიშნავია ისიც, ამ შეხვედრაში, რომ კრის ბოშსა და რეი ალენს არც ერთი ბურთი არ ჩაუგდიათ კალათში.
“სან ანტონიოს” რიგებში საუკეთესო ტიმ დანკანი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, თუმცა, ასევე ორმაგი დუბლით დაამთავრა შეხვედრა კავაი ლეონარდმა _ 19 ქულა და 16 მოხსნა.
“მაიამი”: ლებრონ ჯეიმსი(37 ქ, 12 მ) კრის ბოში (7მ), დუეინ უეიდი(23 ქ, 10 მ), კრის ანდერსენი(3 ქ, 4 მ), მაიკ მილერი(2 მ), მარიო ჩალმერსი(14 ქ), შეინ ბატიე(18 ქ, 4 მ), რეი ალენი(4 მ), იოდონის ჰასლემი.
“სან ანტონიო”: კავაი ლეონარდი(19 ქ, 16 მ), დენი გრინი(5 ქ, 6 მ), კორი ჯოზეფი, ტონი პარკერი(10 ქ), გარი ნილი(5 ქ, 4 მ), მანუ ჯინობილი(18 ქ), ტიმ დანკანი(24 ქ, 12მ), ტიაგო სპლიტერი(2 ქ), ბორის დიაო(5 ქ, 3 მ)
ეს “მაიამისთვის” “ნბა”-ს მესამე ჩემპიონობაა, 2006 და 2012 წლების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ “მაიამიმ” ზედიზედ 3 ფინალი ითამაშა, ორში გაიმარჯვა, ხოლო 2011 წელს “დალასთან” დამარცხდა.