გასულ წელს, სოფლის ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც საკმაოდ ძვირადღირებული აპარატებით აღჭურვილი ამბულატორია იყო განთავსებული, დაიწვა. ამის შემდეგ, სოფლის პროგრამის ფარგლებში, დაიწყეს ახალი შენობის აგება, რომელშიც სოფლის ადმინისტრაციასთან ერთად, სამედიცინო პუნქტსაც უნდა დაედო ბინა. თუმცა, პროგრამა დასრულდა და, ჯერჯერობით, შენობის მხოლოდ კედლებია ამოყვანილი, ნაგებობის დასრულებას კი ისევ სოფლის პროგრამით ელოდებიან(?).
რაც შეეხება სოფლის ხელმძღვანელობას, ისინი, როგორც თავად ამბობენ, ფიროსმანივით კიბის ქვეშ სახლობენ.
სტატია მომზადებულია ფონდის “ღია საზოგადოება _ საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის _ “დათვალე საკუთარი ფული!”, ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.