https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოზურგეთი _ “მძიმე” ორშაბათის, საკრებულო კი ახალი თავმჯდომარის მოლოდინში

15:06; 21.06.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამ დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება, რომელიც, ზოგიერთის პროგნოზით,   სკანდალური და ხმაურიანი იქნება, ზოგის თქმით კი _ სიურპრიზებით აღსავსე.  თუ  საკრებულოს წევრები  მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის ფავორიტ დიმიტრი კვერღელიძეს აირჩევენ, მაშინ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ კოტე შარაშენიძეს დიდი “ბატალიების” გადალახვა მოუწევს.

საკრებულოს თავმჯდომარედ ორი  კანდიდატურა სახელდება.  პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დიმიტრი კვერღელიძე,  რომელიც როგორც აღვნიშნეთ, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის ფავორიტია. ასევე საუბარია ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატის ავთანდილ სურგულაძის კანდიდატურაზე, რომელსაც  ჩვენი ინფორმაციით, ოზურგეთის გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძე და მისი მომხრე მეგობარი დეპუტატები უჭერენ მხარს.

ოზურგეთში, კარგა ხანია, საუბრობენ ზვიად კვაჭანტირაძესა და კოტე შარაშენიძეს შორის გართულებულ ურთიერთობაზე და ამბობენ, რომ მათ შორის დაძაბულობა  უკვე პიკს აღწევს.  როგორც კოალიციაში აცხადებენ,  ამ დაპირისპირების მიზეზი არის ის, რომ კოტე შარაშენიძემ ზვიად კვაჭანტირაძეს  სასურველი კადრები არსად  დაუნიშნა. ერთ-ერთ ასეთ ფაქტად ზვიად კვაჭანტირაძის მშობლიური სოფლის, გურიანთის რწმუნებულის პოსტი სახელდება. ჩვენი წყაროს ცნობით, კვაჭანტირაძე   ჩაერია რწმუნებულის გათავისუფლების პროცესში და მის შეცვლას ითხოვდა, თუმცა, შარაშენიძემ დეპუტატის თხოვნა არ გაითვალისწინა.

ამის შემდეგ შედგა დეპუტატის შეხვედრა საზოგადოებასთან, სადაც უშუალოდ ზვიად კვაჭანტირაძის ბიუროს მიერ დაპატიჟებული ადამიანები იმყოფებოდნენ.   აქვე იმყოფებოდა გამგებელიც. ღონისძიებაზე გამგებლის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები გაისმა.  კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ეს შეხვედრა კოტე შარაშენიძის  “დასაძირად” იყო დაგეგმილი. მისივე თქმით, დიმიტრი კვერღელიძის საკრებულოს თავმჯდომარეობაც სწორედ გამგებლის  პოზიციების შესასუსტებლად ჭირდებათ.

მთავარი კითხვა, “მძიმე ორშაბათის” წინ, რომელსაც საზოგადოება სვამს, ასეთია: თუკი თავმჯდომარის ამრჩევი “ნაციონალების” დროინდელი საკრებულოა, რატომ უნდა იყოს ამ დეპუტატების მიერ არჩეული თავმჯდომარე “კარგი” თუ ეს დიმა კვერღელიძე იქნება და რატომ უნდა იყოს “ცუდი”, თუ ეს ავთანდილ სურგულაძე იქნება?

ზვიად კვაჭანტირაძემ  “გურია ნიუსთან” სკანდალურ შეხვედრაზე ასეთ კომენტარს აკეთებს:

_ ბევრი საუბრობს, რომ ეს შეხვედრა მე მოვუწყვე კოტეს.  ეს შეიძლება, ერთის მხრივ ასეც მოგეჩვენოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა ის კრიტიკა, რომელიც იმ დღეს ისმოდა გამგებლის მიმართ,  ჩემს მიმართაც იყო მომართული. ბოლოს და ბოლოს, ამ ფაქტებზე დაყრდნობით,  ხომ შეიძლება გაირჩეს მტყუან- მართალი? მე ვერავის  დავუხურავ კარს, ვისაც ჩემთან შეხვედრა უნდა, მე ვერ გავაგდებდი ვერავის…

ერთ-ერთი დეპუტატის თქმით,  თუ კენჭისყრა დაფარული იქნება, მაშინ თავმჯდომარე შარაშენიძის კადრი სურგულაძე გახდება, თუ ღია, _  მაშინ კვერღელიძე. დეპუტატი ამას იმით ხსნის, რომ  სხდომაზე დასწრებას  მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე აპირებს და შესაძლოა, საკრებულოს წევრები სხვა კანდიდატზე ღიად თავისი პოზიციის დაფიქსირებას  მოერიდონ.

სხდომას დაესწრებიან ასევე თბილისიდან მოწვეული სტუმრები,  კვაჭანტირაძის თანმხლებნი და  ასევე დიმა კვერღელიძის მხარდამჭერები.  იქნებიან კოტე შარაშენიძის  მხარდამჭერებიც. საინტერესოა ერთი დეტალიც,  დიმიტრი კვერღელიძე გამგებელს,  უკანონოდ დანიშნულს უწოდებს და დღემდე ისმის მისი მისამართით ბრალდებები, რომ შარაშენიძე  იმ საკრებულომ აირჩია, რომელიც “ნაციონალებისაა”.

“საინტერესოა, ეს იგივე საკრებულო არაა,  ის დეპუტატები არ არიან, რომლებმაც ასევე ერთხმად უნდა დაამტკიცონ საკრებულოს თავმჯდომარედ დიმიტრი კვერღელიძე?”_ აცხადებენ “გურია ნიუსთან” საჯარო მოხელეები, რომლებიც ორშაბათის მოლოდინში არიან.

“გურია ნიუსს” რამდენიმე თვის წინ წყარომ  აცნობა, რომ დიმიტრი კვერღელიძე იბარებდა საკრებულოს დეპუტატებს და ეუბნებოდა,  თუ მხარს  არ დამიჭერთ, სოფლის პროგრამებს პროკურატურა შეისწავლის და საქმე კარგად არ წაგივათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი  პროკურატურა გაჩუმდებაო.

ამ ინფორმაციას დიმიტრი კვერღელიძე უარყოფდა. როცა ჩვენმა წყარომ კიდევ ერთხელ შეგვატყობინა, რომ კვერღელიძეს საკრებულოს ფრაქცია “ერთობის” თავმჯდომარის თემურ მოქიას ოთახში ჰყავდა დეპუტატები შეკრებილი, ჩვენ ადგილზე მივედით იქ და ფაქტიც დადასტურდა: საკრებულოს დეპუტატი, პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი დიმიტრი კვერღელიძე, ფრაქცია “ერთობის” თავმჯდომარის თემურ მოქიას ოთახში საკმაოდ ხმამაღლა ესაუბრებოდა დეპუტატებს: თემურ მოქიას, ვალია გირკელიძეს, მერაბ მჟავიას, კობა ხაბალაშვილს და ხვიჩა კილაძეს. თუმცა, მან ჩვენი შესვლისთანავე დატოვა ოთახი.

ამის შემდეგ მას ტელეფონით ვესაუბრეთ:

_ ბატონო დიმიტრი, დღეს რა სახის შეხვედრა გქონდათ დეპუტატებთან?

_ ჩვეულებრივი შეხვედრა გვქონდა, როგორც ყოველთვის, ისეთი.

_ ბატონო დიმიტრი, გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ საკრებულოს დეპუტატებს გუშინ და დღეს თხოვდით, მხარი დაგიჭირონ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე და თუ ასე არ მოხდება, დაემუქრეთ, რომ პროკურატურა არ გავიდოდა საკრებულოდან. მხარის დაჭერის შემთხვევაში კი, პროკურატურას გაიყვანდით. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სინამდვილეს?

_ ტყუილი არაფერში მჭირდება, დეპუტატებთან მაქვს ყოველდღიური შეხვედრა. მე რომ საკრებულოს თავმჯდომარეობაზე მაქვს ამბიცია, ეს არ არის ახალი. მე ვიყავი ყველაზე დიდი ფრაქციის თავმჯდომარის თემურ მოქიას ოთახში, სადაც დეპუტატები იყვნენ შეკრებილი. აქ მართლა იყო საუბარი იმაზე, რომ დამიჭირონ მხარი. მე ვუთხარი დეპუტატებს, რამდენ ხანს უნდა ვუყუროთ უმოქმედო საკრებულოს თავმჯდომარეს,-მეთქი? ვუთხარი ისიც, რომ მათ გადადგან ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რადგან მამეშვილი ამას ვერ ხვდება თავისით. საკრებულომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მამეშვილმა დატოვოს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი. ამ ადამიანის თავმჯდომარეობის დროს, საკრებულო გახდა უმოქმედო. მისი მმართველობის დროს, მილიონობით ლარია დახარჯული არამიზნობრივად. მეტი რა უნდა ქნას? მაინც და მაინც კაცი უნდა მოკლას მამეშვილმა, რომ პასუხის აგოს? მომისმინეთ ყველამ საკრებულოს სხდომაზე და გაიგებთ, მე როგორ კვალიფიციურად ვხსნი ყველაფერს.

_ ბატონო დიმიტრი, კიდევ გიმეორებთ კითხვას. როგორც “გურია ნიუსს“ აცნობეს, თქვენ დეპუტატებს, მხარის დაჭერის შემთხვევაში, პირობა დაუდეთ, რომ პროკურატურა ძიებას შეწყვეტდა… წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შეიძლება, დადგეს სხვა შედეგი…

_ ჩემი ცხოვრების მანძილზე კანონის დამცველი კაცი ვიყავი და ასე ხდება დღესაც. დიმა კვერღელიძის გადასაწყვეტი არაა, პროკურატურის შეყვანა საკრებულოში და მერე იქედან მისი გამოყვანა. ეს ჩემთვის არ უკითხავს პროკურატურას და არც შემეკითხება, _გვითხრა კვერღელიძემ.

ის განმარტავდა, რომ გამგებლობაც არის საკონკურსო თანამდებობა და  იმის ეჭვი არ უნდა  გაუჩნდეს ვინმეს, რადგან გამგებელი წარმოადგენს “ქართულ ოცნებას”, მას ერთი წელი ხელშეუხებლობა უნდა ჰქონდეს.

საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე კვერღელიძემ პირადად ალეკო მამეშვილს მიმართა:

_ გადახედეთ თქვენს თავს, გაქვთ კი უფლება,  რომ ჩაატაროთ კონკურსი? როგორ შეიძლება საზოგადოებამ თქვენ გამოგიცხადოთ ნდობა? როგორ შეიძლება იყოთ ობიექტური, როცა ნებისმიერ ადამიანს თანამდებობაზე ნიშნავდით პოლიტიკური ნიშნით. მართალია,  თქვენი ბოლო მრჩეველი მერაბიშვილი უკვე  აღარ გყავთ და მიკვირს,  ახლა,  თქვენ იქ რატომ არ ბრძანდებით მის მხარდასაჭერად!  წინასაარჩევნოდ ეს ადმინისტრაციული შენობა გადაქცეული გქონდათ წინასაარჩევნო კამპანიად, ახლა კი ბოლო შანსი მიეცა “ნაციონალურ მოძრაობას” იმისა, რომ ამ კონკურსით ბოლო შანსი მიეცათ შეუნარჩუნდეთ ამ ადამიანებს სამსახური და კიდევ ერთხელ ფარულად დანიშნული იქნას ის ადამიანები, რომლებიც მომავალში კვლავ დარჩებიან „ნაციონალების“ მხარდამჭერებად.

მან, საკრებულოს თავმჯდომარეს  ულტიმატუმიც წაუყენა, _ იგი არ ასახელებდა კერძო პირს, ინდმეწარმეს, რომელსაც, იანვრის თვეში შვებულებაში მყოფმა მამეშვილმა “რაღაც დოკუმენტზე” ხელი მოუწერა დეკემბრის რიცხვით.

მისივე ვარაუდით, აქ რაღაც გარიგებას უნდა ჰქონოდა ადგილი.  მაშინ კვერღელიძემ “გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მამეშვილს აძლევს დროს, 24 საათს, გადადგას საჭირო ნაბიჯი, რაშიც, მისივე თქმით გადადგომა იგულისხმა.

თუმცა, მაშინ არც მამეშვილი გადადგა და ვერც კვერღელიძემ დაუდო შეპირებული კომპრომატი.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია “გურია ნიუსთან” მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს:

_ ბატონო დავით,  ორშაბათს ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ტარდება.  ეთანხმებით თუ არა  ზვიად კვაჭანტირაძის   გადაწყვეტილებას, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საკრებულოს წევრებმა დიმიტრი კვერღელიძის კანდიდატურა წარადგინონ?

_მე ცალსახად განვაცხადე  და ბატონ ზვიადსაც ვუთხარი, თქვენც გულწრფელად გეუბნებით, რომ  პატივს ვცემ საკრებულოს გადაწყვეტილებას.  გულწრფელად ვცდილობდი და ვცდილობ, რომ ვინმეს ჩემი კანდიდატურა თავზე არ მოვახვიო, რასაც გადაწყვეტს საკრებულო,  იმას მივესალმები და იმ ადამიანთან ვითანამშრომლებ. რა თქმა უნდა, პროტესტს არ გამოვხატავ ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე ამასთან დაკავშირებით, საკრებულოში 37 დეპუტატია. მე, დათო დარჩია არ ვარ ის ადამიანი, რომ ვინმეზე ზემოქმედება მოვახდინო.

_ ბატონო დავით, რას გვეტყვით კოტე შარაშენიძისა და ზვიად კვაჭანტირაძეს შორის არსებულ ურთიერთობაზე? ერთ შემთხვევაში მაჟორიტარი აცხადებდა, რომ მხარს უჭერდა გამგებელს, მეორე შემთხვევაში კი ის მხარს უჭერს ადამიანს, რომელიც აშკარად უპირისპირდება გამგებელს. უცნაურად არ გეჩვენებათ ეს ყველაფერი?

_საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ, მე და კოტეს ბევრი საერთო გვაკავშირებს, გარკვეული პერიოდი, წინასაარჩევნოდ დაწყებული ბრძოლიდან დღემდე ათას ქარცეცხლში გამოვიარეთ, წყენა, სიხარული, ათასი რამ გვქონდა. ამიტომ მე დღეს ასე ვთვლი, რომ ბატონი კოტე შარაშენიძე თავის უფლებამოსილებას პირნათლად ასრულებს, რაც შეუძლია,  იმას აკეთებს. რაც შეეხება დაპირისპირებას, გეტყვით გულწრფელად, ადამიანები ვართ ყველა, იმედი მაქვს, ყველაფერი დარეგულირდება და მოგვარდება, გამოინახება, ალბათ, რაღაც გზები…მე ყველას მოვუწოდებ, ვისაც გული შესტკივა ამ პროცესების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარებაზე, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი  კოტე შარაშენიძე “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ჯერ მიზანშეწოლილად არ მიაჩნია.

_ კი იცით ათას რაღაცას მაბრალებენ, სიტუაცია დაძაბულია, თუმცა იმედი მაქვს,  რომ ყველაფერი კარგად იქნება, პატივს ვცემ საკრებულოს გადაწყვეტილებას, რაც შეეხება ჩემსა და მაჟორიტარ დეპუტატს შორის დაპირისპირებას, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მიმაჩნია სწორად, ამ ეტაპზე მაინც… ვნახოთ, დაველოდოთ ორშაბათს. ერთი რამ კი მინდა ვთქვა, რომ ყველამ ყველაფერი იცის, ვინ ვინაა, ვინ რას წარმოადგენს, რას ვაკეთებ მე და რას სხვა, _ განაცხადა შარაშენიძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

არასამთავრობოები შსს-დან წამოსვლის მიზეზს ხსნიან

"ტექნო ბუმი" SUMSUNG-ის ბრენდის მტვერსასრუტებზე სენსაციური ფასების აქციას გთავაზობთ

ყველა სიახლე

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:01; 24.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 12 პირი გამოავლინა

16:27; 24.02.2026
სამართალი

ჯანმრთელობის დაზიანების და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

15:48; 24.02.2026
ფინანსები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

15:47; 24.02.2026
პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში: რუსეთი ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები

15:20; 24.02.2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი საქართველოში: ეს არის რისი თქმაც მსურს ამ პროპაგანდისტული ტელეარხების შესახებ

15:12; 24.02.2026
სამართალი

საია ეხმიანება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს

15:03; 24.02.2026
საზოგადოება

“იმედი”: სანქციებს არავითარი ფასი არ აქვს

14:25; 24.02.2026
პოლიტიკა

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „იმედსა“ და „პოსტივის“

13:21; 24.02.2026
საზოგადოება

“მოსალოდნელია მნიშვნელოვანი აცივება” _ მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ

13:15; 24.02.2026
საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “ფორმულასა” და “TV პირველს” მიმართავს პირველს” მიმართავს

13:08; 24.02.2026
საზოგადოება

ერთაოზ ბრეგვაძე “შერეკილებიდან” და “ცაში აფრენილი” ოზურგეთელი ბიჭის თავგადასავალი

13:06; 24.02.2026
საზოგადოება

“ჰიგიენური ნორმების დარღვევით, კუსტარულად აწარმოებდნენ ე.წ. ყველს”

12:11; 24.02.2026
სპორტი

„გურიას“ ტესტი: ერთ „მერანს“ მოუგო, მეორესთან წააგო, ყოფილ კაპიტანთან ფრედ ითამაშა, ფოთელი ახალგაზრდები არ დაინდო…

11:38; 24.02.2026
საზოგადოება

სიკეთის ბიჭი ნიგოითიდან

11:26; 24.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო