ხმის დათვლის შედეგად 20 ხმა ავთანდილ სურგულაძემ მიიღო, 8 ხმა დიმიტრი კვერღელიძემ. 5 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, ოზურგეთის მაჟორიტარი ზვიად კვაჭანტირაძე და გია ცაგარეიშვილი ესწრებოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დიმიტრი კვერღელიძის და ავთანდილ სურგულაძის კანდიდატურები იყო წარდგენილი.