“გურია ნიუსთან” აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დიმიტრი კვერღელიძის კანდიდატურას უჭერდნენ მხარს.
აქციის მონაწილეები სხდომის დარბაზში შესვლას ითხოვენ და დარბაზში მყოფ დეპუტატებს დარბაზიდან არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კოტე შარაშენიძეს “ნაციონალს” უწოდებენ და რამდენიმე წუთის წინ არჩეულ თავმჯდომარეს, ავთანდილ სურგულაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
აქციის მონაწილეები შიმშილობის- პერმანენტული აქციის დაწყებით იმუქრებიან და აცხადებენ: ” არ გვინდა ისეთი საკრებულოს თავმჯდომარე, რომლის პარტიაც ხალხს ცოცხებით აუპატიურებდა”.