ცვლილება ამომრჩეველთა სიების ბიომეტრიულ ფორმირებას შეეხება და მასზე შეთანხმება საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციულ ჯგუფებსა და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მოხდა.
კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ბიომეტრიული ფორმირება ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის მეტ გამჭვირვალობას და საარჩევნო უბანზე შესვლისას ე. წ. კარუსელების არსებობას გამორიცხავს.
ხმალაძის თქმით, ბიომეტრიული პარამეტრებით საარჩევნო სიების ფორმირება ხანგრძლივი პროცესია და ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დასრულდება.