ჩოლობარგის დასახლება ახალ მთავრობას თხოვნით მიმართავს, იქნებ, გაგრძელდეს დაწყებული სამუშაოები და ბოლომდე იქნას მოგვარებული ეს პრობლემა; გამოძიებულ იქნას, რაში გაიხარჯა ის 130 ათასი ლარი, რომელიც სასმელი წყლისთვის გამოიყო: "150 ოჯახო ღელის წყალს ვსვამთ, რაც უვარგისია და ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას," _ ამბობენ ჩოლობარგელები.
"ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია, ზაფხული მოვიდა და ვიხრჩობით უწყლოდ", _ ეუბნებიოდნენ მოსახლეობასთან შეხვედრაზე მისულ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ზაზა ურუშაძეს ადგილობრივები.
მასალა მომზადებულია ფონდის "ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის _ "დათვალე საკუთარი ფული!", ფარგლებში
და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.