სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან ასეთი პასუხი მივიღეთ: “გამარჯობა, ოფიციალური წერილით მომართეთ სამინისტროს და განხილვის შემდეგ მიიღებთ პასუხს. დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სამინისტროს კანცელარიას 2987430, სამუშაო საათებია 10:00-19:00”.
როგორც ჩანს, გამგეობის თუ სამუზეუმო გაერთიანების ფუნქციაც მედიამ უნდა შეითავსოს და სახლ-მუზეუმის გადასარჩენად ოფიციალური წერილები ჩვენ უნდა ვაგზავნოთ, და არა იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეს ევალებათ და ამისთვის ხელფასს იღებენ.