როგორც ოფისში განგვიმარტეს, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით დარჩია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დაიბარეს.
_ თბილისში მომიწია წასვლა და აქედან გამომდინარე პრესკონფერენცია აღარ ჩატარდება.
_ ბატონო დავით, უკავშირდება თუ არა თქვენი ჩასვლა თბილისში ოზურგეთში საპროტესტო აქციას?
_ ჩემის აზრით ამ თემასაც შევეხებით, ვგულისხმობ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მეტი არაფერი არ ვიცი.
_ აპირებთ თუ არა პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას?
_ არა, მე მივდივარ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში, – გვითხრა დავით დარჩიამ.
როგორც ჩვენთვის იყო ცნობილი დავით დარჩიას დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ოზურგეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე უნდა ესაუბრა.